21 ოქტომბერი 2016
სილქნეტმა უანგარო დონორთა აქციაში მიიღო მონაწილეობა

კომპანია "სილქნეტმა" სათაო ოფისში დონაციის აქცია “გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე!“ გამართა.  აქცია კომპანიაში 2012 წლიდან,  წელიწადში ორჯერ ტარდება და  მასში რამდენიმე ათეული თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. 

თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლით სამი კომპონენტი მზადდება, რაც მინიმუმ სამ პაციენტს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. 
აქცია „ს.ს. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ ხელშეწყობით ჩატარდა. მონაწილეებს მადლობის სიგელები გაეცათ
 
სილქნეტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თამაზ დათუნაშვილის  თქმით,  დღესდღეობით, უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებს. სილქნეტის თანამშრომლების მიერ უანგაროდ გაღებული სისხლით ბევრ პაციენტს მიეცემა შვება და გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. 
 
სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია. გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს, კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები უტარდებათ.
 

გაუგზავნე სხვას
სახელი
ელ-ფოსტა
გაუგზავნე მეგობარს
შეტყობინება
გთხოვთ, შეიყვანოთ დაცული კოდი
Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია