24 მარტი 2017
სილქნეტმა საერთაშორისო ფორუმზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური შეთავაზება წარადგინა
 
2017 წლის 20 მარტს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ღონისძიება ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება იყო  ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.
 
ფორუმს დაესწრნენ უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიებისა და კერძო ფონდების წარმომადგენლები. ასევე, ქართველი მეწარმეები, ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიებისა და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები. 
კომპანია სილქნეტმა ფორუმზე  მცირე და საშუალო ბიზნესს ექსკლუზიური პირობები შეთავაზა. სრული სატელეკომუნიკაციო სერვისის განახლებული პირობები თბილისსა და რეგიონებზე ვრცელდება:
 
  • - მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ბიზნესზე მორგებული პირობებით;
  • - ინტერაქტიული ტელევიზია „SILK TV” სპეციალურ ფასად;  
  • - ასევე სხვა დამატებითი სერვისი, როგორიცაა: ტელეფონია, 4G LTE ინტერნეტი, ვებ-ჰოსთინგი, კოლოკაციის სერვისი, VPN ვირტუალური კერძო ქსელის შექმნა; 
 
კომპანიის მომსახურების გაცნობა საგანგებო სტენდთან ფორუმის დამსწრეებს, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებს შეეძლოთ.
 

გაუგზავნე სხვას
სახელი
ელ-ფოსტა
გაუგზავნე მეგობარს
შეტყობინება
გთხოვთ, შეიყვანოთ დაცული კოდი
Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია